პასკალის პრემიის 2017 წლის ლაურეატების დაჯილდოება
ღონისძიებები
11 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2017 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
პასკალის პრემიის 2017 წლის ლაურეატები არიან: გიორგი გვალია, ლაშა სუხიშვილი და ლევან მუმლაძე.
გიორგი გვალია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი
სტატია: Vodka or Bourbon? Foreign Policy Preferences Toward Russia and the United States in Georgia
გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში Foreign Policy Analysis, N13, 2, 500-518
სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/7JFuJu
ლაშა სუხიშვილი –ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი
სტატია: North Atlantic influence on Holocene flooding in the southern Greater Caucasus
გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში The Holocene, 28, 4: 609-620
სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/7MyZ1s
ლევან მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
სტატია 1: Patterns of oribatid mite species diversity: testing the effects of elevation, area and sampling effort
გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში Experimental and Applied Acarology, 72: 245-262
სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/RgMPwb
სტატია 2: Beyond elevation: testing the climatic variability hypothesis vs. Rapoport’s rule in vascular plant and snail species in the Caucasus
გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში Biological Journal of the Linnean Society, 121: 753-763
სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/Cjj8TK
პასკალის პრემიის შესახებ
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია.
პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
პასკალის პრემიის შესახებ დამატებით იხილეთ აქ.
დაჯილდოების დრო: 11 ივლისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი