ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„პასკალის პრემია“ - 3000-ლარიანი ფულადი ჯილდო ილიაუნის ახალგაზრდა მეცნიერებს

ღონისძიებები

21 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი.

ამჯერად 3000-ლარიანი პრემია გადაეცემა ილიაუნის 4 ახალგაზრდა მეცნიერს - ლევან მუმლაძეს (ის პრემიას მეორედ მიიღებს), გიორგი ჩალაძეს, ნინო ჩხეიძეს და ჯუანშერ ჯეჯელავას. მათთვის ფულადი ჯილდო ილიაუნის პარტნიორმა „ბაზისბანკმა“ დააწესა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინიციატივით შექმნილი პასკალის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით პროცესში ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტი 2014 წლის მარტში დაამტკიცეს აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. პირობების თანახმად, პასკალის პრემია გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის (სტატიისთვის). 2014 წლის მარტიდან - 2015 წლის იანვრამდე პრემია უკვე ექვსჯერ გაიცა.

პრემიის მიმღებთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

• პირველი 10 ლაურეატისთვის 3000-ლარიან პრემიას აწესებს ჩვენი პარტნიორი „ბაზისბანკი“;
• დანარჩენ ლაურეატებს აჯილდოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პასკალის პრემიის ლაურეატები არიან:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ბაბუაძე - სტატიისთვის Epidemiology of visceral leishmaniasis in Georgia, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში PloS Neglected Tropical Disease (პრემიით დაჯილდოვდა 2014 წლის 29 აპრილს).
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლევან მუმლაძე - სტატიისთვის Endemic land mollusks in Georgia (Caucasus): How well are they protected by existing reserves and national parks, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Journal of molluscan studies (პრემიით დაჯილდოვდა 2014 წლის 29 აპრილს).
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლევან მუმლაძე - სტატიისთვის Sympatry without co-occurrence: exploring the pattern of distribution of two Helix species in Georgia using an ecological niche modelling approach, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of Molluscan Studies 2014 წლის აგვისტოს ნომერში.
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი გიორგი ჩალაძე - სტატიისთვის A spider diversity model for the Caucasus Ecoregion, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of Insect Conservation 2014 წლის ივნისის ნომერში.
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ნინო ჩხეიძე - სტატიისთვის Synchrotron emission model of gamma-ray pulsar PSR J2021+3651, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის New Astronomy 2015 წლის თებერვლის ნომერში.
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარ ჯუანშერ ჯეჯელავა - სტატიისთვის Search for supersymmetry in events with large missing transverse momentum, jets, and at least one tau lepton in 20 fb(-1) of root s=8 TeV proton-proton collision data with the ATLAS detector, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of High Energy Physics 2014 წლის სექტემბრის ნომერში.

დაჯილდოების დრო: 21 იანვარი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პასკალის პრემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:

ბანერები