ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პასკალის პრემია - უნიკალური შანსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის

განცხადებები

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, აკადემიური საბჭოს ამა წლის 28 მარტის #98 ოქმისა და წარმომადგენლობით საბჭოს 31 მარტის #2 ოქმის  საფუძველზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით პროცესში ჩართულობის ხელშესაწყობის მიზნით, დაწესდა პასკალის პრემია - ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობაა 3 000 ლარი.

ბლეზ პასკალის წვლილი დიდია, როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ადამიანის შესახებ ცოდნის სფეროში. გარდა ამისა, პასკალი ცნობილია, როგორც მეცნიერი, რომელმაც დიდ სამეცნიერო წარმატებებს ახლაგაზრდობაში მიაღწია. სწორედ ამიტომ შეირჩა პასკალის სახელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიისათვის.

პასკალის პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც ექნება სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა იმდენჯერ, რამდენჯერაც ის წარმოადგენს მოთხოვნების შესაბამის სტატიას.

პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

პირველი 10 ლაურეატისთვის 3000 ლარიან პრემიას აწესებს ჩვენი პარტნიორი ბაზის ბანკი;
• ხოლო, დანარჩენი ლაურეატები დაჯილდოვდებიან ილიას უნივერსიტეტის მიერ; 

პასკალის პრემიის მიღებაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს:

• განცხადებას რექტორის სახელზე, რომელშიც კანდიდატმა უნდა აღნიშნოს ჯილდოს მიღებაზე მის მიერ წარმოდგენილი პუბლიკაციის განხილვის სურვილი;
• დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის აფილიაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ცნობა, ხელშეკრულება, ან სხვა დოკუმენტი);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სამეცნიერო პუბლიკაციის (სტატიის) ქსეროასლი.
 
დამატებითი პირობები:

• პასკალის პრემიის მიღება შეუძლიათ მეცნიერებს, რომლებსაც განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ჯერ არ შესრულებიათ 36 წელი
• სტატია უნდა იყოს გამოქვენყებული Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშირისო რეფერირებად ჟურნალში;  პრემიას მიღებენ იმ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები, რომელთა ეიგენფაქტორის ქულა (Eigenfactor Score)* მაღალია. გამონაკლისია სტატიები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში, რომელთა Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ ჟურნალში გამოქვეყნებაც საკმარისი პირობაა პრემიის მისაღებად

*ჟურნალის აიგენფაქტორის ქულა წარმოაჩენს ჟურნალის მთლიან მნიშვნელობას მეცნიერული საზოგადოებისათვის. აიგენფაქტორის ქულა გამოითვლება თომსონის Journal Citation Reports (JCR)-ის მონაცემების მიხედვით. პასკალის პრემიისათვის შესაბამისი დარგის ჟურნალების ჩამონათვალის რანჟირება გაკეთდება აიგენფაქტორის ქულის მიხედვით ყველაზე მაღლიდან ყველაზე დაბალ მაჩვენებლებამდე. პრემია გაიცემა იმ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებზე, რომლებიც შედის ასეთი სიის 60 %-ში.

•კანდიდატის ინსტიტუციურ აფილაციას დასახელებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; კანდიდატი შეიძლება იყოს სტატიის ავტორი ან თანაავტორი. კანდიდატის თანაავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი უნდა იყოს დასავლეთ ევროპისა და ან აშშ-ს რომელიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორი, მკვლევარი ან დოქტორანტი. პუბლიკაცია, რომელიც შესრულებულია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტებსა, თუ კვლევით ცენტრებში მოღვაწე თანაავტორებთან ერთად, არ იქნება განხილული პრემიისთვის.
•დოქტორანტი კანდიდატის შემთხვევაში წარმოდგენილი შეიძლება იყოს სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სტატიის თანაავტორად არ შეიძლება მითითებული იყოს დოქტორანტის ხელმძღვანელი ან თანახელმძღვანელი.
•განსახილველი სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს არაუადრეს 2014 წლის 1 იანვრისა
 
განაცხადების მიღების ვადები:

პასკალის პრემიაზე განაცხადების მიღება  ილიაუნის კანცელარიაში მთელი წლის მანძილზე გრძელდება:

ამა წლის აპრილის ბოლოს პრემიის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს  22 აპრილისა

• ამა წლის ივნისში პრემიის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინოთ პირველ მაისამდე

• ამა წლის დეკემბერში პრემიის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინოთ პირველ ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაციისთვის:
ეკატერინე კვინიკაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
3/5 ჩოლოყაშვილის გამზირი,
თბილისი, 0162
e-mail: quality@iliauni.edu.ge
ტელეფონი (+995 32) 223 07 14

ბანერები