პანელური დისკუსია „ამბის დეცენტრალიზაცია, ისტორიის ხელახლა დაწერა“
ღონისძიებები
12 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია „ამბის დეცენტრალიზაცია, ისტორიის ხელახლა დაწერა“.
რას ნიშნავს დეკოლონიზაცია და რეცენტრირება აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის? ბოლო წლებში სულ უფრო მეტად თანხმდებიან, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება რუსეთის კოლონიურ ისტორიასა და მიმდინარე იმპერიულ პრაქტიკებზე. ცნობილი ისტორიკოსები იმსჯელებენ, როგორ უნდა გავიაზროთ ეს პოლიტიკური და კულტურული იმპერიალიზმი და რა ისტორიები წაშალა ან გარიყა მან. რა ხდება, როცა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა კულტურა აღარ განიხილება როგორც მეორეხარისხოვანი – არც რუსეთის, არც დასავლეთ ევროპის მიმართ – და აღიარებულია ევროპის ისტორიის არსებით, განუყოფელ ნაწილად?
მოდერატორი ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურათმცოდნე, ავტორი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანია/საქართველო)
მომხსენებლები:
კარლ შლოგელი (ისტორიკოსი, მწერალი, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ემერიტუს-პროფესორი, ვიადრინის ევროპული უნივერსიტეტი, ოდერის ფრანკფურტი, გერმანია)
პეტერ ენგლუნდი (ისტორიკოსი და მწერალი, შვედეთის აკადემიის წევრი, შვედეთი)
ნუცა ბათიაშვილი (ანთროპოლოგიის პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი, საქართველო)
დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 12 ივნისი, 19:30-20:45 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026