კარლ შლოგელის მთავარი მოხსენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება
ახალი ამბები
12 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გერმანელი ისტორიკოსი, გერმანული წიგნის ინდუსტრიის მშვიდობის პრემიის მფლობელი კარლ შლოგელი ისაუბრებს იმის შესახებ, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა და რუსეთის ომები უკრაინასა და საქართველოში მოითხოვს ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის რადიკალურ გადაფასებას; მეტიც, ეს მოვლენები ხელახლა გააზრებას საჭიროებს, თუ გვინდა, რომ სიმართლეს მივუახლოვდეთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კარლ შლოგელს მიანიჭებს ილიაუნის საპატიო დოქტორის წოდებას.
დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 12 ივნისი, 18:30-19:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026