პანელური დისკუსია „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“
ღონისძიებები
10 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“.
1956 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავზე, თბილისში დაიწყო ქართველთა საპროტესტო გამოსვლები ცენტრის ახალი პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა დახვრიტეს. დაიღუპა ორასზე მეტი დემონსტრანტი.
დისკუსიის მონაწილეები:
ლევან ავალიშვილი – IDFI
ტიმოთი ბლაუველტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ქეთი სართანია – თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ირაკლი ხვადაგიანი – სოვლაბის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის, მკვლევარი
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი კლდიაშვილი – IDFI
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026