ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ონლაინ შეხვედრა თემაზე: „გენდერული ნიშნით ძალადობა: გამომწვევი მიზეზები და აუცილებელი ნაბიჯები“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“  საგრანტო პროექტის „ერთად თანასწორობისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტთა შორის.

9 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „გენდერული ნიშნით ძალადობა: გამომწვევი მიზეზები და აუცილებელი ნაბიჯები“.

ღონისძიება ტარდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

სტუმრები

მაკა ფერაძე – შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ეკატერინე სხილაძე – სახალხო დამცველის მოადგილე.
ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოება გაეცნოს გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და არსებულ მდგომარეობას, ასევე იმსჯელონ გადაჭრის გზებსა და აუცილებელ ნაბიჯებზე.

სტუმრები ისაუბრებენ გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე ამ მიმართულებით, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შესამცირებლად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი კუთხით, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით.
შეხვედრას შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინრეჟიმში მოცემული ბმულის მეშვეობით: https://us02web.zoom.us/j/88388386822

ღონისძიება ტარდება „მე ვირჩევ თანასწორობას”კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით

ბანერები