ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“

ღონისძიებები

8 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ლექციის თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები

მომხსენებლის შესახებ

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს, რომლის საქმიანობაც მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი 1-ელი თებერვლიდან შეუერთდა ხელმძღვანელის პოზიციაზე.

2015-დან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 6 წლის განმავლობაში, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.

მისი წინა სამუშაო გამოცდილება მოიცავს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობას ცენტრალურ აზიაში და მუშაობას ნატოს შტაბ-ბინაში, როგორც პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოში. ადრე რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).

კარიერა კი საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრად დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჰარვარდ კენედის სკოლასა და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში.

დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი ფლობს აკადემიურ ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტის, Sciences-Po Paris-ისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან. საუბრობს შვიდ ენაზე.

დრო: 8 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ)

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2023 

ბანერები