ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია და ვორკშოპი

ღონისძიებები

7 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაცია მიზნად ისახავს, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს კარლ ორფის მიერ შემუშავებული და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მუსიკის სწავლების სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის პროცესში.

პრეზენტაცია დასრულდება ვორკშოპით, რომელსაც ექნება იმპროვიზებული კონცერტის ფორმა – მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ/დააკვირდენ კარლ ორფის ინსტრუმენტებით მუზიცირების პროცესს და გაეცნონ აღნიშნულ მეთდოლოგიას.

განრიგი

19:30-19:35 – ღონისძიების გახსნა

ქეთევან ლაკირბაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

19:35-19:45 – თემა: ორფის მეთოდოლოგია

მომხსენებლები: ეკა ჩუბინიძე, მაკა ჩაჩხიანი, კარლ ორფის ასოციაცია

19:45-19:55 – თემა: ორფის მეთოდოლოგიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის მომხსენებელი – ია იაშვილი, ფსიქოლოგი, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

19:55-20:05 – თემა: მუსიკის ცენტრის როლი პროგრამაში

მომხსენებელი – მარინე ადამია, ილიაუნის მუსიკის ცენტრი

20:05- 20:15 – თემა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში ორფის მეთოდოლოგიის ინტეგრირება

მომხსენებელი – ქეთევან შენგელია, ილიაუნის მუსიკის ცენტრი

 

დრო: 7 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები