ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და მუსიკის ცენტრის ერთობლივი პროგრამა „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამა „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“.

პროგრამის მიზანია კარლ ორფის მუსიკალური მეთოდიკის გამოყენება აუტისტური სპექტრის ბავშვებთან. ასევე აღნიშნული მეთოდიკის დანერგვა საჯარო სკოლებში მუსიკის გაკვეთილებზე.

კარლ ორფის მუსიკალური მეთოდიკა

ორფ – შულვერკი არის სწავლების სისტემა, რომელიც ცნობილმა გერმანელმა კომპოზიტორმა კარლ ორფმა ჯერ კიდევ 30-იან წლებში შეიმუშავა და უწოდა „მუსიკა ბავშვებისათვის“. ეს არის ძალიან ჰუმანური და სოციალურად კარგად ადაპტირებული სწავლების მოდელი, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის სულიერი სამყაროს, მისი კოგნიტურ-ემოციური სფეროსა და მოტორული სისტემის განვითარებაზე. კარლ ორფის სწავლების სისტემით ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ბავშვს ეძლევა საკუთარი თავის რეალიზების საშუალება. აქტივობები აგებულია ისეთი პრინციპით, რომ ბავშვისათვის ადვილად აღსაქმელი და გასაგები გახდეს ნებისმიერი სირთულისა თუ ფორმის დავალება. „თამაში“ ამ სისტემის მთავარ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გაძლევს, ბავშვს მიაწოდო ინფორმაცია და ასწავლო განვითარების დონის შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია
eka_chubinidze@hotmail.com
chachkhianima@gmail.com

ბანერები