ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მკითხველის შეხვედრა ბორის აკუნინთან (გრიგოლ ჩხარტიშვილთან)

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება მწერალ ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა მკითხველთან. 

ბორის აკუნინის შესახებ

დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და, ამასთანავე, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი  და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი, 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე).

პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.  მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული. 2014 წლიდან მოყოლებული, გრიგორი ჩხარტიშვილი ემიგრანტია.

მწერალთან შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრის მოდერატორი - მაია ჯაგი, ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი.

მაია ჯაგის შესახებ

მაია ჯაგი მრავალი ჯილდოს მფლობელი ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტია. მას განათლებამიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მაიას ავტორობით, სტატიები ქვეყნდებაFinancial Times -ში და the Guardian-ში. მას აქვს ინტერვიუ აღებული ლიტერატურის სფეროს 12 ნობელიანტისგან და არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის (მაგ.:Dublin Impac Prize, Man Asian Literary Prize in Hong Kong) ჟიურის წევრი/თავმჯდომარე.

შეხვედრის დასასრულს, მწერალს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

განრიგი

  • 19:00-19:15 - მისასალმებელი სიტყვა
    პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
    სალომე მაღლაკელიძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი 
    მაია ჯაგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი
  • 19:15-19:30 - მოხსენება
    ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი)
  • 19:30-20:15 - კითხვა-პასუხი
  • 20:15-20:30 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია

დრო: 18 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

ადგილების რაოდენობა: 250

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები