ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“

ღონისძიებები

13 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“.

მასტერკლასი განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებისათვის, რომლებზეც ისინი გაეცნობიან ჯანდაცვის ბაზარზე ვაკანსიების მოძიებისა და პროფესიული ქსელის განვითარების ინსტრუმენტებს, შეისწავლიან თვითპრეზენტაციის ვერბალურ და არავერბალურ უნარებს და იმსჯელებენ რეკრუტინგის პროცესებზე.

მასტერკლასს გაუძღვებიან დარგის ადგილობრივი სპეციალისტები და ადამიანური რესურსების განვითარების ხელმძღვანელები დამსაქმებელი კომპანიებიდან. პერსონალური ბრენდინგისა და კომუნიკაციის შესახებ ცოდნას გააზიარებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

მასტერკლასი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში.

ღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

მასტერკლასზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მარტი, 12:00 საათი

მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები ელექტრონული ფორმით.

ადგილები შეზღუდულია.

დრო: 13 მარტი, 14:00 საათი

სამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის გარეშე)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1

2025

ბანერები