


ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
ღონისძიებები
14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა და ინტერვიუსთვის მზადება უკვე მარტივად ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, თუმცა ამ უნარების სრულფასოვნად დაუფლების გარეშე რთულია ავთენტურობის წარმოჩენა და პირისპირ თუ საჯარო კომუნიკაციასთან ასოცირებული ემოციების მართვა. ინტერაქციულ ვორქშოპზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები ამ უნარებს გაიუმჯობესებენ პრაქტიკული სავარჯიშოებით. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები HR-სპეციალისტებთან და სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებთან.
ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში.
ღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ ჯანდაცვის დარგის ყველა საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს.
ინტერაქციულ შეხვედრებსა და კონსულტაციებზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 12:00 საათი
ადგილები შეზღუდულია.
დრო: 14 მარტი, 12:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის გარეშე)
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1
საკონტაქტო ინფორმაცია:
HealthBridge@iliauni.edu.ge
ეკა პაატაშვილი 577288890
ანა ჩვამანია 555187788
თამუნა ბაუჟაძე 577755986
2025