ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარიამ გოჩიაშვილის ღია ლექცია: როგორ იქმნება ჩათბოტი?

ღონისძიებები

1-ლ თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას ჩაატარებს ილიაუნის ჩეთბოტის „უნა“ ადმინისტრატორი, ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი. 

ლექციის თემა: როგორ იქმნება ჩათბოტი?

მომხსენებელი ისაუბრებს ნარატივდიზაინზე, როგორც უახლეს პროფესიაზე, საიდან მომდინარეობს, რა კავშირები აქვს სხვა სპეციალობებთან, რისი ცოდნა სჭირდება ადამიანს, რომ გახდეს ნარატივდიზაინერი, რა პერსპექტივები აქვს ამ პროფესიას და როგორ მუშაობს ნარატივდიზაინერი ჩეთბოტის შექმნაზე.

ლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ვორკშოპს, რომელსაც ჩაატარებენ ტრენერები მარიამ გოჩიაშვილი და ქეთია ბელქანია.

ვორკშოპის თემა: როგორ ავაწყოთ ჩეთბოტი „ანიმას” პლატფორმაზე?

დრო: 1-ლი თებერვალი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით

ლექციასა და ვორკშოპზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს: 

ჰაკათონის შესახებ ვრცლად: shorturl.at/akT68

    

ბანერები