ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ ბიზნესის ადმინისტრირება?

ღონისძიებები

12 აგვისტოს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები:

  • დიმიტრი ჯაფარიძე - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
  • ირაკლი კაჭარავა - ილიაუნის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი;
  • რესან ქიქავა - ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ნატალია შელეგია - ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, კულტურის მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ქემერტელიძე - ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ლაშა ტაბატაძე - ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კურიკულუმის ექსპერტი;
  • სოფო მელიქიშვილი - ილიაუნის ტურიზმის მიმართულების კურსდამთავრებული, ტურისტული კომპანია “კონკორდ თრეველის” ტუროპერატორი

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 12 აგვისტოს, 18:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3lXxz7G

დრო: 12 აგვისტო, 18:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

ბანერები