ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

ღონისძიებები

15 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას არქიტექტურის პროგრამის შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ია კუპატაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი
  • ნანო ზაზანაშვილი – არქიტექტურის მკვლევარი, თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის, ურბანული პოლიტიკისა და დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი;
  • სალომე მამრიკიშვილი – მოწვეული ლექტორი, Multivers Architecture-ის ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტის უფროსი;
  • დავით ავალიშვილი – მოწვეული ლექტორი, არქიტექტორი – Atelier Architects;
  • გიორგი ზაუტაშვილი – არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მარიამ მაჭავარიანი - ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის კურიკულუმის ექსპერტი;
  • თამარ ტეხოვა, ნიკა ქსოვრელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის: არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა) და სამაგისტრო პროგრამის: თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება კურსდამთავრებულები.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ არქიტექტურის მიმართულებით განათლების მიღებით 15 მაისს, 15:00 საათზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფეისბუქლაივში.

დრო: 15 მაისი, 15:00 საათი

ადგილი: ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

 
ბანერები