ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული დოკუმენტირების პრინციპები“.

მომხსენებლები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, და ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე.

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი წარადგენს მოხსენებას, რომელშიც განხილული იქნება ძველი ქართული ტექსტური მემკვიდრეობის დოკუმენტირებისა და კვლევის პრობლემატიკა; პროფესორი ირინა ლობჟანიძე ისაუბრებს ბოდლეს ბიბლიოთეკაში, უორდროპების კოლექციაში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების ელექტრონული პორტალის შექმნის პროექტზე, აღნიშნულ პროექტს ერთობლივად ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბოდლეს ბიბლიოთეკა. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. 

დრო18 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები