ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიის - ”საუკეთესო ქართული რომანი 2009-2010” - გამარჯვებული 30 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გამოვლინდება. გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიას - 10 000 ლარს მიიღებს.

 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 18:00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 29 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა 2009-2010 წლებში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული საუკეთესო რომანის გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობს სულ 20 რომანი, მათ შორისაა ლაშა ბუღაძის ”ლიტერატურული ექსპრესი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ბასა ჯანიკაშვილის ”აბსურდისტანი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), დავით დეფი გოგიბედაშვილის ”ბაღები” (გამომცემლობა ”სიესტა”), დათო ტურაშვილის ”ამერიკული ზღაპრები” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ზაზა ბურჭულაძის ”ადიბასი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და სხვა.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია, ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. გაიმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს.

ბანერები