ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პოეტი ეკა ქევანიშვილი ლიტერატურული კლუბში

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გიწვევთ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრაზე. პოეტი ეკა ქევანიშვილი მარი მეტრაიეს რომანის - ”ღიმილისმტვერი“ - შესახებ ისაუბრებს.
სტუმარი ისაუბრებს მარი მეტრაიეზე, არა მხოლოდ როგორც მწერალზე, ან წიგნის გმირზე, არამედ როგორც რეალურ ადამიანზე, რომელმაც შეცვალა თავისი და არაერთი სხვა ქალის ცხოვრება, შეცვალა უკომპრომისო ბრძოლის შედეგად და გახდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი.

ბრძოლას აზრი აქვს ყოველთვის, ბრძოლა კი არჩევანია.

შეხვედრის დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.
გელით ყველას!

ბანერები