ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

"ხალხის მტრები" უკვე ქართულად

ღონისძიებები

6 ივნისს, 18.00 საათზე, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება კატი მარტონის "ხალხის მტრების" თარგმანის პრეზენტაცია. აშშ-ს ეროვნული წიგნის კრიტიკოსთა კონკურსისა და ებრაული წიგნის კონკურსის ფინალისტი წიგნის წაკითხვა უკვე ქართულადაა შესაძლებელი.

"ხალხის მტრები" ისტორიული თვალსაზრისით, გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რადგან რეალურ ამბავს მოგვითხრობს. წიგნი იმ ღალატზე და სიძნელეებზეა, რომელმაც ცივი ომის პერიოდში იჩინა თავი. სააშკარაოზეა გამოტანილი კომუნისტური ტერორის სისასტიკე, რომელიც ავტორმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

”ენერგიული და საინტერესოა... “ხალხის მტრებს” აქვს ის მიმზიდველობა და მუხტი, რაც მას ჯაშუშობის შესახებ დაწერილ საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად აქცევს, თუმცა, სასურველი იქნებოდა, ეს რეალური ისტორია არ ყოფილიყო”- ალან ფარსტი The New York Times Book Review.

ბანერები