ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში

ღონისძიებები

თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
უნიკალური მეგზური 2010-2012 წლების საქართველოს რეგიონულ თეატრებზე


21 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის #32) გაიმართება კვლევისა და წიგნის „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა) პრეზენტაცია, რომელზედაც მოწვეულები არიან თეატრების ხელმძღვანელები, რეჟისორები, მსახიობები, თეატრის მკვლევარები.

წიგნში 13 რეგიონული თეატრის მაგალითზე შეჯამებულია  თეატრების მუშაობა 2010-2012 წლებში, მასში მოთხრობილია თეატრების წარმატებებზე, მიღწევებზე, მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე და იმ წინააღმდეგობებზე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელსაც ადგილი აქვს ზოგადად ქართულ თეატრში. კრებული ასევე შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას თეატრების ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სცენის პარამეტრებზე.

ასევე წიგნში შესულია მაყურებელთა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც დგინდება მსახიობთა და რეჟისორთა რეიტინგი (მოსახლეობის სიყვარული, პოპულარობა, ინტერესი მათ მიმართ).

პრეზენტაციაზე დასახელდება 5 ყველაზე წარმატებული, ეფექტური თეატრი, ყველაზე პოპულარული მსახიობები და რეჟისორები.
წიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრები: თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი და კულტურის მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი.

გამოცემა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციასთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის პროგრამის ფარგლებში.

დაწვრილებით კვლევისა და წიგნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

ბანერები