ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში

28 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის 32), მე-3 სართულზე, შედგება გიგი თევზაძის ახალი წიგნის „სოციალური ქცევის ევოლუცია homo-მდე და შემდეგ“ პრეზენტაცია.

„სოციალური ქცევის ევოლუცია Homo-მდე და მას შემდეგ " - ეს არის ნარატივი ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ. პალეონტოლოგიის, გენეტიკის, სოციოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის თეორიის და სხვა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მონაცემების და მეთოდების დახმარებით პროფ. თევზაძე იკვლევს და ჰყვება საკუთარ თეორიას, თუ როგორ გახდა შესაძლებელი homo sapiens sapiens. ამ ამოცანის გადასაჭრელად ის საკუთარ პასუხებს სცემს ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს როგორიცაა - რა ევოლუციური განსხვავებაა ადამიანს და ცხოველს შორის,  რა კავშირია ადამიანებისათვის დამახიასიათებელ ხელოვნებას და ცხოველთათვის დამახასიათებელ მიმიკრიას შორის, რა არის სიყვარულის ევოლუციური საფუძვლები, რა როლი შეიძლება ჰქონოდათ ნეანდერტალელებს ადამიანების პირველ საზოგადოებებში და კონკრეტულად, ქალთა ემანსიპაციაში, რა ევოლუციური საფუძველი აქვს ადამიანთა საზოგადოებაში ჰომოსექსუალურ ქცევას, ვინ არიან შამანები და რა ევოლუციური ფუნქცია აკისრიათ, როგორ მოშინაურდნენ ცხოველები, რატომ არსებობს ე.წ. ინტელექტუალთა ფენა, რატომ გახდა ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია. საკითხების სირთულის და მრავალფეროვნების მიუხედავად, წიგნი დაწერილია მაქსიმალურად გასაგები ენით და არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას მკითხველისაგან.

ბანერები