ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

26 ნოემბერს, 18.00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის 32) გაიმართება წიგნის - „რეზო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია.
წიგნი, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა მოამზადა (რედაქტორ-შემდგენელია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი), ეძღვნება ცნობილი ქართველი დრამატურგს რეზო კლდიაშვილს.

წიგნი გვამცნობს მწერლის პირად და შემოქმედებით ბიოგრაფიას თარიღებში. მასში თავმოყრილია ამონარიდები მისი პიესების შესახებ დაწერილი რეცენზიებიდან. ესენია: „საპოვნელა“, „იადონას თეატრი“, „შორაპნელი ქალბატონები“, „როსტომ მანველიძე“, „მარტოობის ბინადარი“, „პილონი“, „ზარატუსტრას ჟამი“.

წიგნს თან ერთვის რეზო კლდიაშვილის შემოქმედების სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემები: მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების, მისი თარგმანებისა და მასზე დაწერილი რეცენზიების ნუსხა.

წიგნი ფართოდ არის ილუსტრირებული იური მეჩითოვის, გურამ წიბახაშვილის, გიორგი მამედოვის ფოტოებით.
წიგნს წარმოადგენს თავად დრამატურგი, რომელიც მოგვითხრობს მის მიერ განვლილ გზაზე, მის ურთიერთობაზე სოფიკო ჭიაურელთან (მის ორ პიესაში მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა) და წარმოადგენს ეპიზოდებს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებიდან.
გამოცემა მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის  „პოსტსაბჭოთა ქართული დრამატურგიის კვლევის“ პროგრამის ფარგლებში.

წიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე:

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/3940/1/book-gamocemistvis-internetistvis.pdf

ბანერები