ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში

ღონისძიებები

27 მარტს, 17:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით განხორციელებული კვლევითი პროექტის შედეგად გამოცემული წიგნის “Political Elites, Ideas and Foreign Policy: Explaining and Understanding the International Behavior of Small States in the Former Soviet Union” პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი გვალია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მკვლევარი ზურაბ იაშვილი და ბერლინის ტრანსნაციონალური კვლევის სკოლის დოქტორანტი ბიძინა ლებანიძე. წიგნი გამოცემულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

აღნიშნული კვლევა, საქართველოს და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის შესწავლის მაგალითზე, უპირისპირდება პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებში გავრცელებულ მიდგომას და ამტკიცებს, რომ სისტემური ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა საგარეო პოლიტიკური ორიენტირი დასავლეთზე, რაც განპირობებულია ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის იდენტობით.

ბანერები