ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გიწვევთ შემდეგი წიგნების პრეზენტაციაზე:

15 ივლისი -  ბრუნო ლატური, ”არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები”
16 ივლისი -  იულია კრისტევა, ”ჰანა არენდტი:  სიცოცხლე ნარატივია

ბრუნო ლატური - „არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები“
ლატური ამ წიგნში იკვლევს მოდერნულობისთვის დამახასიათებელ დუალიზმს ბუნებასა და საზოგადოებას შორის. იგი ეწინააღმდეგება ამგვარ გაყოფას და აყალიბებს მოსაზრებას, რომ თანამედროვე მეცნიერების, დაავადებების, ბიოტექნოლოგიებისა თუ პოლიტიკური მოვლენების განცალკევებულად განხილვა შეუძლებელია.
ტექსტი ფრანგულიდან თარგმნა ელენე ლადარიამ, რომელიც ასევე დაესწრება პრეზენტაციას.

იულია კრისტევა - ”ჰანა არენდტი: ცხოვრება ნარატივია”

ტექსტი წარმოადგენს პროფესორ კრისტევას მიერ ტორონტოს უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კრებულს. ამ წიგნში კრისტევა განიხილავს სხეულის, პოლიტიკური სივრცის, სიცოცხლის კონცეპტების არენდტისეულ გაგებას.
ტექსტი თარგმნა თამარ ონოფრიენკომ, რომელიც ასევე დაესწრება პრეზენტაციას.

დასაწყისი 18:00 საათზე
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები