ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ტიმ კაჰილის მოხსენება ლიგამუსში

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 26 თებერვალს 15:00 საათზე ამერიკელი მწერალი ტიმ კაჰილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “What it Takes to Be a Traveler” და გაგვიზიარებს თავის როგორც „მოგზაური“ მწერლის გამოცდილებას.
შეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბელა წიფურია.

ტიმ კაჰილი
ტიმ კაჰილი დაიბადა 1943 წლის 28 ნოემბერს ქალაქ ნეშვილში, ტენესი. ამჟამად ცხოვრებს ლივინგსტონში, მონტანა.
1966 წელს დაამთავრა ვისკონსინის უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 1969 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით ინგლისური ენა /კრეატიული წერა სანფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1970-1976 იყო ჟურნალ „როლინგსტოუნის“ ასოცირებული რედაქტორი სანფრანცისკოში. წერდა სტატიებს მუსიკაზე, კულტურაზე, ფილმებზე დაპოლიტიკაზე. 1975 წელს დაიწყო მუშაობა საგამოძიებო საკითხებზე, როგორიცაა იდუმალი გარდაცვალება ინდიელი ლიდერის ბრიტანეთის კოლუმბიაში და მსგავსი.
1976 წელს ტიმი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი რედაქტორი ჟურნალის „Outside Magazine“, რომელმაც რამდენიმე ეროვნული ჯილდო მიიღო, მათ შორის ოთხი „საყოველთაო ოსტატობაში“. იგი წერდა ისტორიებს მოგზაურობაზე. 1977 წელს, პერუში ექსპედიციის დროს, მან აღმოაჩინა ნანგრევები ამაზონის შტატში, რომელიც შემდეგ საოცრად საინტერესო აღმოჩნდა არქეოლოგებისთვის.

1978 წლიდან მოყოლებული ტიმ კაჰილი თავისუფალი მწერალია. მას 300-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული National Geographic-ში, GEO-ში, The New York Times Book Review-ში და სხვა ცნობილ გამოცემებში.

ტიმი რვა წიგნის ავტორია: „გაატარე ჭია“, „იაგუარებმა დაგლიჯეს ჩემი სხეული“, „სამურავი ჭამს ჩემს ფეხს“, „იხვების მიერ სიკვდილამდე ჩანისკარტებული“, „გზის ციებ-ცხელება“, „დელფინები“, „დამარხული სიზმრები“ და „შეაჩერეთ გასხივოსნება“.
1992-1994 წლებში იგი იყო დამხმარე რედაქტორი Esquire Magazine-ის.

ტიმ კაჰილი არის ერთ-ერთი თანაავტორი აკადემიურ ჯილდოზე ნომინირებული იმაქსფილმის სცენარის „ცოცხალი ზღვა“ 1995 წ. ასევე არის ტექსტის ავტორი პიესისa „დელფინები“, რომელიც ახლახან გამოიცა.

დაარსებიდან დღემდე მუშაობს რედაქტორად „Outside Magazine“- ში. დამატებით არის “Rolling Stone Magazine”-ის, “Sports Afield”-ისa და “National Geographic Advanture”-ის დამხმარე რედაქტორი. ამჟამად მუშაობს წიგნზე იელოუსთოუნის პარკის შესახებ და იმაქსის ახალ ფილმებზე მარჯნის რიფებისa და გამოქვაბულების ბუნებრივი ისტორიის შესახებ.

ბანერები