ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში

ღონისძიებები

თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
თბილისის თეატრების ენციკლოპედიური მეგზური


27 მაისს, 14 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევისა და წიგნის „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა) პრეზენტაცია. გამოცემა დაფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ „თავისუფალი თატრალური პროექტების“ პროგრამის ფარგლებში.

გამოცემა წარმოადგენს მეორე ნაწილს კვლევისა „თანამედროვე ქართული თეატრი (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა)“, რომელშიც შესულია თბილისში ფუნქციონირებადი 27 თეატრის (მათ შორის, სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო თეატრები)  სრული და დეტალური მონაცემები თეატრის ისტორიის, შენობის, რეპერტუარის, ტექნიკური აღჭურვის, დარბაზის, სცენის შესახებ. კრებულში იბეჭდება ექსკლუზიური საუბრები თბილისში მოღვაწე ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და დირექტორთან.
კრებულში  ქვეყნდება თბილისელი მაყურებლის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. სულ გამოიკითხა 2200 მაყურებელი, გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი რეჟისორები და მსახიობები, რომელთა რეიტინგიც სრული სახით იბეჭდება კრებულში „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“. ასევე თავად თეატრები რეიტინგები.

წიგნის ავტორები არიან თეატრმცოდნეები: მაკა ვასაძე და ლაშა ჩხარტიშვილი, კულტურის მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი. კვლევაში ჩართულები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები და დოქტორანტები, სხვადასხვა დარგის 20-მდე ექსპერტი და მეცნიერი. 

კვლევა აერთიანებს ცენტრის მიერ „თავისუფალი თეატრალური პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული 80-მდე სპექტაკლის თეატრმცოდნეობით და სტატისტიკურ ანალიზს, რომლის საფუძველზე იკვეთება კრიტიკის აზრით ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი სპექტაკლები, კვლევას თან ერთვის რეცენზიები სპექტაკლების შესახებ, რომელიც სპეციალურად ამ კრებულისთვის დაიწერა სხვადასხვა თაობის თეატრმოცდნეების მიერ.

კრებულის გამომცემელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს / ნეკა სებისკვერაძე/
ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს /ლაშა ჩხარტიშვილი/

ბანერები