ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

თანამედროვე ლიტვური კინოს საღამოები

ღონისძიებები

4, 5, 8 და 10 აპრილს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭაჭავაძის N32) გაიმართება ლიტვური კინოს დღეები, რომელსაც ლიტველი რეჟისორი და სცენარისტი - გიედრე ბიენორიუტე წარუძღვება. მისი საქართველოში ჩამობრძანება და კულტურული პროგრამის განხორციელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ლიტვის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

პროგრამა:

4.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“
თანამედროვე ლიტვური კინოს პრეზენტაცია
1.„ბაბუა და ბებია“ (ანიმაცია, 30 წუთი, 2007 წელი);
2. აივანი“ (მხატვრული, 48 წუთი, 2008 წელი);
ორივე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი - გიედრე ბეინორიუტე

5.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“

1.„როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ (დოკუმენტური, 69 წუთი, 2011 წელი, ლიტვურ-ფრანგული პროდუქცია), სცენარის ავტორი და რეჟისორი - გიედრე ჟიქიტი;
2.„მაგიის სფერო“ (დოკუმენტური, 62 წუთი, 2011 წელი), რეჟისორი და ოპერატორი - მინდაუგას სარვილა;

8.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“

სამი ერთში - მოკლლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა:
1. „მიზეზი“ (29 წუთი, 2011 წელი), სცენარის ავტორი და რეჟისორი - ანდრიუს ბლაზევჩიუსი;
2. „დროებით“ (28 წუთი, 2011 წელი) - რეჟისორი - ჟურატე სამულიონიტე, სცენარის ავტორი - მაია ქავთარაძე;
3. „თაფლობის თვის ბოლო დღე“ (30 წუთი, 2011 წელი), სცენარის ავტორი და რეჟისორი - როკას ელტერმანასი;

10:04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“

1.„გამაქრობელი ტალღები“ (სამეცნიერო მხატვრული რომანი), სცენარის ავტორი და რეჟისორი - კრისტინა ბუოზიტე და ბრუნო სამპერი.

დასწრება თავისუფალია,

ბანერები