ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

”სიგიჟის საუკუნე” - ფილმის ჩვენება

ღონისძიებები

დევიდ სატერის პუბლიცისტური ფილმის ”სიგიჟის საუკუნე” ჩვენება და შემდგომი დისკუსია 22 სექტემბერს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება.

ფილმი გადაღებულია ავტორის წიგნების ”სიგიჟის საუკუნე” და ”სიბნელე გარიჟრაჟზე” დაყრდნობით. ეს დევიდ სატერის პირველი სარეჟისორო დებიუტია.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ სატერი 70- 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში Financial Times - ის კორესპონდენტად მუშაობდა. ფილმის შექმნაში მას ეხმარებოდენენ მისი რუსი, ლატვიელი და ამერიკელი კოლეგები. აღნიშნული წიგნები და ფილმი რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირიდან თანამედროვეობამდე განვლილ გზას განიხილავს.

ფილმს წარადგენს ცნობილი რუსი პუბლიცისტი და სცენარისტი გრიგორი ამნუელი.

http://en.wikipedia.org/wiki/David_Satter

ბანერები