ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შვედური ზღაპრის დღე ლიგამუსში

ღონისძიებები

შაბათს, 22 მარტს, "ლიგამუსის" ბავშვთა ოთახში შვედური ზღაპრის დღეზე გიწვევთ.
 
შვედ საბავშვო მწერლებს, ასტრიდ ლინდგრენს და ტუვე იანსონს, უკვე ყველა ბავშვი იცნობს. ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის მოყვარულები ამჯერად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შვედი მეზღაპრის, სვენ ნორდკვისტის, ზღაპარს - ძალიან მხიარული მოხუცი პეტსონისა და მისი გონიერი კატის, ფინდუსის, სასაცილო თავგადასავალს - გაეცნობიან.
 
სვენ ნორდკვისტის ზღაპარი ”პეტსონი და ფინდუსი” თავად ავტორის მიერ არის ილუსტრირებული. ბავშვები მოისმენენ ზღაპარს და დაათვალიერებენ ილუსტრაციებს. მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთული შვედური ზღაპრის დღე ელით.
 
არ გამოტოვოთ, იმოგზაურეთ ბავშვებთან ერთად ზღაპრების სამყაროში.
 
დასაწყისი 11 საათზე.

ბანერები