ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შვედი პროფესორის ლექცია საბავშვო ლიტერატურაზე

ღონისძიებები

29 მაისს,17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება შვედი პროფესორის, ლენა კორელანდის ლექცია საბავშვო ლიტერატურის შესახებ.

ლენა კორელანდი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორია უფსალას უნივერსიტეტში (შვედეთი). იგი მომავალ მასწავლებლებს უკითხავდა ლექციებს საბავშვო ლიტერატურისა და ბავშვებში კითხვადობის შესახებ. ლენა კორელანდს ბევრი წიგნი აქვს გამოცემული საბავშვო ლიტერატურაზე, მათ შორის ტუვე იანსონის დასურათებულ წიგნებსა და ლენარტ ჰელსინგის მწერლობაზე. მის ინტერესების სფეროს ასევე მიეკუთვნება ქალი მწერლები. იგი უძღვებოდა სკოლაში მხატვრული ლიტერატურის გენდერულ ასპექტებსა და პედაგოგიურ განათლებაში მხატვრული ლიტერატურის როლზე ჩატარებულ კვლევებს.

ლექცია საინტერესო იქნება საბავშვო ლიტერატურის მკვლევრებისთვის, სკოლის მასწავლებლებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ბიბლიოთეკარებისთვის, საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისათვის, გამომცემლებისთვის, ლიტერატურისა და ინფორმაციის კვლევების მიმართულების სტუდენტებისათვის და ა.შ.

ლექცია ხორციელდება ქართულ-შვედური პროექტის ფარგლებში, შვედური ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები