ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შეხვედრების სერია - გენდერული განსხვავებები და თანასწორობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს შეხვედრების სერიას თემაზე გენდერული განსხვავებები და თანასწორობა. შეხვედრები გაიმართება ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე. შეხვედრაზე ვისაუბრებთ პროექტის იდეაზე, მის საჭიროებაზე და ერთად განვსაზღვრავთ მომდევნო შეხვედრების თემებსა და ფორმატს.

შეხვედრები გაიმართება დისკუსიის ფორმატში, რომელში ჩართვაც შეეძლება ნებისმიერ დამსწრე ადამიანს. შეხვედრებზე შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ საინტერესო მოხსენებებს და გაეცნოთ მსოფლიო პრაქტიკებს.

შეხვედრებზე დასასწრებად ვიწვევთ თემასთან დაკავშირებული პრობლემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

პირველი შეხვედრის დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა, ყოველ პარასკევს დაუთმოს ”ლიგამუსის” სივრცე ამ თემით დაინტერესებულ და მასზე მომუშავე ადამიანებს. თუ გსურთ, საჯარო მოხსენების გაკეთება ან აღნიშნულ პრობლემატიკაზე დისკუსიის მოწყობა, მოგვწერეთ info@iliauni.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თამთა კუხალეიშვილს - tamta.kukhaleishvili@iliauni.edu.ge

ბანერები