ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შეხვედრა ვიქტორ დოლიძესთან

ღონისძიებები

20 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და ისაუბრებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე; ასევე - ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდგომ არსებულ უმთავრეს გამოწვევებსა და მოლოდინებზე.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ შეთანხმების განმარტებითი ვიდეო-რგოლები, რომლებიც კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა.

დრო: 20 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია ლიგამუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები