ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შეხვედრა “მზეთამზესთან“

ღონისძიებები

შაბათს, 8 ივნისს, 17.00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ შედგება  შეხვედრა ქალთა ფოკლორულ ანსამბლთან „მზეთამზე“.

შეხვედრაზე თქვენ მოუსმენთ ქართველ ქალთა ტრადიციულ ფოლკლორს, ნახავთ ანსამბლის საგასტროლო მოგზაურობებისა და სხვადასხვა პროექტის ვიდეო ფრაგმენტებს, შეისწავლით და ანსამბლთან ერთად შეასრულებთ ერთ სიმღერას.
“მზეთამზე” ქალთა ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშებს ასრულებს, რომელთა უმრავლესობა მანამდე სცენაზე არასდროს აჟღერებულა. ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის, ედიშერ გარაყანიძის აზრით ქართული მუსიკალური ფოლკლორის და, განსაკუთრებით მისი შემსრულებლობის ისტორიაში XX საუკუნის 80-იანი წლები მნიშვნელოვან ათწლეულად დიდნაწილად ანსამბლი “მზეთამზეს” შექმნის გამო შევა.

შეხვედრის ინიციატორია ილიაუნის მუსიკის ცენტრი.
დასწრება თავისუფალია.

ბანერები