ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შეხვედრა მწერალ თამაზ მეტრეველთან

ღონისძიებები

6 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია ლიგამუსში (ჭავჭავაძის N32) გაიმართება ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბ ”ლემადეს” შეხვედრა მწერალ თამაზ მეტრეველთან.

თამაზ მეტრეველი გახლავთ 30-ზე მეტი დადგმული პიესის, ასევე რომანების ”ველური წაბლის ხეივანი” (5-წიგნიანი თბილისური საგა) და ”მტკვარწაღებულნი” ავტორი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ლექსიც.

“ვინა თქვა, რომ ფასკუნჯი არსებობს” - წარდგენილი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიაზე. 
 
“ბუ და აბლაბუდა” - წარდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე.

თამაზ მეტრეველს პიესისთვის ”ეშმაკის ბორბალი” 21 მარტს  ლიტერატურული კონკურსის www.litsakhelebi.ge პრემია გადაეცა.

გარდა ამისა, თამაზ მეტრეველი არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული.

,,ლიგამუსში“ აუდიტორიას თავის შემოქმედებას თავად თავად ავტორი გააცნობს.  ის ასევე წარადგენს თავის წიგნს სახელწოდებით ”სასწაული”.

ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი ”ლემადე” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული კლუბია, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანებს აერთიანებს. ”ლემადე” პერიოდულად ატარებს საღამოებსა და შეხვედრებს როგორც დამწყებ, ასევე ცნობილ ხელოვანებთან.
 
საღამოზე დასწრება თავისუფალია!

ბანერები