ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შეხვედრა და ვორქშოფი

18 ივლისს, 17:00-დან 19:00 საათამდე, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავავაძის N32), ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა და დისკუსია სლოვენიელ ქორეოგრაფ გორან ბოგდანოვსკისთან, რომელიც მრავალი ჯილდოს მფლობელია.

გორან ბოგდანოვსკიმ შექმნა და განავითარა თვითგამოხატვის საკუთარი სტილი, რომელიც აერთიანებს მუსიკას, განათებას, დრამატურგიას, ტექნოლოგიას, ტექსტსა და სხეულს.
2000 წელს მან დააარსა: Fičo Balet, 2002 წელს, ლუბლიანაში - Kino Šiška სარეპეტიციო სივრცე თანამედროვე ცეკვისა და თეატრისთვის, 2003 წელს, პარტნიორებთან ერთად - სლოვენიური ცეკვის პირველი ბიენალე Gibanica. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი NOMAD ცეკვის აკადემიის.
2006 წლიდან ატარებს თრეინინგებსა და ვორქშოფებს.

აქვე გაცნობებთ, რომ 19 ივლისს, 11:00-დან 14:00 საათამდე, სლოვენიელი ქორეოგრაფი ვორქშოფს ჩაატარებს კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ქორეოგრაფიისა და კონტაქტური იმპროვიზაციის მიმართულებით მუშაობს (მსურველებს უნდა ეცვათ კომფორტული ტანსაცმელი).
გორან ბოგდანოვსკის ნამუშევრები იხილეთ:
http://vimeo.com/66497890
http://vimeo.com/36581049
http://vimeo.com/21826366
http://vimeo.com/21590905
http://www.youtube.com/watch?v=yOp80UkjHwg
http://www.youtube.com/watch?v=15nxHMF2vLM
http://www.youtube.com/watch?v=BweCVObHGJ0
http://www.youtube.com/watch?v=SFFAXPfwJJw
http://www.youtube.com/watch?v=N66n7LARAXU

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
გურამ კოკაიას (555) 20 20 45
მიშა ტატანაშვილს (598) 60 49 38

დასწრება თავისუფალია!

ბანერები