ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

"შესავალი თანამედროვე აზროვნებაში - საუკეთესო ესსე"

ღონისძიებები

29 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის N 32) გაიმართება "შესავალი თანამედროვე აზროვნებაში - საუკეთესო ესსე" კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება. კონკურსი აკადემიური საქმიანობის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების წახალისებას. კონკურსი მომავალშიც, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ გაიმართება.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები წაიკითხავენ თავიანთ ნაშრომებს:

1. ფასუაშვილი მარიამი - „თავისუფლებიდან ვალდებულებამდე“, „ეთიკა“  როგორც ოქროს შუალედი,  ჰობსის იდეოლოგიაში;
2. მათე თევზაძე - ’’პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?’’ იმანუელ კანტის მიხედვით;
3. მაია გესლაიძე - "პოლიტიკა და ზნეობა (ნიკოლო მაკიაველი) "
4. გიორგი პატარკაციშვილი, მარიამ კუპრაშვილი, თეკლე ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, მარიამ მაღულარია, თორნიკე ჯანიბეგაშვილი - "უმწიფარობიდან გამოსვლა, როგორც საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი გზა"
5.  თამარ ბობოხიძე - "ჟან ლამარკისა და ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიები"

კონკურსში გამარჯვებულთა ნაშრომები გამოქვეყნდება „ილიაუნის მედია პორტალში“ და ბლოგზე „ბურუსი“. აგრეთვე გადაეცემათ წიგნები: მიშელ ფუკოს "რა არის განმანათლებლობა?" და გიგი თევზაძის „სოციალური ქცევის ევოლუცია homo-მდე და შემდეგ“.

ბანერები