ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შედარებითი ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

19 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება შედარებითი ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია.

შედარებითი ლიტერატურის კრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური გამოცემა ხდება. პირველ, 2013 წლის, კრებულში შესულია უნივერსიტეტის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადში  ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და  სემინარებზე ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ მომზადებული 34  სამეცნიერო სტატია.

კრებული აერთიანებს შემდეგ თემებს: შედარებითი ლიტერატურა და თანამედროვეობა; ლიტერატურა,  პოლიტიკა,  იდეოლოგია;  ფილოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები; ლიტერატურა, გამოძიება, პროცესი.

ქართულ სამეცნიერო სივრცეში შედარებითი ლიტერატურისადმი ინტერესი საშუალებას გვაძლევს, უფრო ინტენსიური, მრავალფეროვანი  და მრავალწახნაგიანი გავხადოთ ლიტერატურის ინტერკულტურული კვლევები და ამ გზით დავძლიოთ კულტურული დახშულობა; უფრო თავისუფალი, ზოგადი პოზიციიდან დავინახოთ როგორც მსოფლიო,  ისე  ქართული ლიტერატურულ-კულტურული სინამდვილე;  თანამედროვე  მსოფლიო ლიტერატურის მსგავსად, ქართული  ლიტერატურის  კვლევა  წარვმართოთ ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ლიტერატურულ-კულტურული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური პროცესების აღქმა, გადააზრება, ურთიერთდაკავშირება; გავიზიაროთ ის სააზროვნო  და  კულტურული გამოცდილება, რომლითაც სხვა ქვეყნები უმკლავდებიან  ტრავმულ წარსულს ან სადღეისო გამოწვევებს კულტურულსა თუ სოციალურ სინამდვილეში; ვეძებოთ თანამედროვე მსოფლიოსთან საქართველოს და ქართული  კულტურის რეინტეგრაციის გზები.

ამ თვალსაზრისით, შედარებით ლიტერატურას, როგორც დისციპლინას, ქართულ სამეცნიერო, კულტურულ, საზოგადოებრივ სივრცეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ბანერები