ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

საზაფხულო სკოლის გახსნა

ღონისძიებები

7 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიხსნება საზაფხულო სკოლა “სამხრეთი კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”.

სკოლას ხელმძღვანელობენ პროფესორი ქეთევან გურჩიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), იორგ შტადელბაუერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი ) და უვე ჰალბახი (ბერლინის მეცნიერების და პოლიტიკის ფონდი).

საზაფხულო სკოლა უკვე მეოთხე წელია იმართება და პირველ ადგილზეა პოპულარობით DAAD-ის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო სკოლებს შორის. მასში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელები.

სკოლა ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისსა და აბასთუმანში. სკოლის განუყრელი ნაწილია ექსკურსიები და აქტივობები საღამოობით, მათ შორის, სპორტული ღონისძიებებიც, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და მხატვრებთან.

სკოლაში  მონაწილეობას მიიღებს  5 ქართველი სტუდენტი, რომლებიც არიან პოლიტიკური მეცნიერებების, რეგიონული კვლევების, სოციოლოგიის, კავკასიის კვლევების კულტურული კვლევების, ჰუმანიტარული მიმართულებების სტუდენტები, როგორც დოქტორანტები, ისე მაგისტრანტები.

სწავლების ენა არის გერმანული (დღის პირველ ნახევარში), ინგლისური ან გერმანული (მოწვეული ექსპერტების ენა) - დღის მეორე ნახევარში.

ბანერები