ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

სახელმძღვანელოების -”სათემო მობილიზაცია”, ’’თანამონაწილეობითი დაგეგმარება” - პრეზენტაცია

ღონისძიებები

24 ივლისს, 14:00 საათზე წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ”სიდას” მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების - ”სათემო მობილიზაცია”, ’’თანამონაწილეობითი დაგეგმარება” - პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და სტუდენტური წრეები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახელმძღვანელოების ავტორები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ სახელმძღვანელოების ძირითად ასპექტებს, მიდგომებს და პრაქტიკულ მიგნებებს, რაც დამყარებულია ”სიდას” საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებაზე. პრეზენტაციის შემდგომ მოეწყობა დისკუსია.

დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, პრეზენტაციაზე დასწრების სურვილი დაგვიდასტუროთ იმეილზე nata@cida.ge.

აღნიშნული სახელმძღვანელოები დაფინანასებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში. ამერიკის ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ასევე - აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ისტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

„სათემო მობილიზაცია“ - დამხმარე სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილი და განზოგადებულია ”სიდას” თანამშრომლების რამდენიმეწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. სახელმძღვანელოში მოცემული მობილიზაციის ფორმები, პრინციპები და ეტაპები ძალიან სასარგებლო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სამომავლოდ დასჭირდებათ თემებთან მუშაობა.

„თანამონაწილეობითი დაგეგმარება“  - დამხმარე  სახელმძღვანელო ადგილობრივი განვითარების თანამონაწილეობითი ანალიზითა და დაგეგმარებით დაინტერესებული მხარეებისთვის როგორც აკადემიური, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის. მასში ახსნილია დაგეგმარების პრაქტიკული მიდგომები და პროცესისთვის დამახასიათებელი ძლიერი და სუსტი მხარეები.

ბანერები