ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრება ხიპ ჰაგორტი - უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, რომლის წიგნიც, სახელწოდებით "კულტურის მენეჯმენტი, ანტრეპრენიორული სტილი", ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, სულ მალე ქართულ ენაზე გამოიცემა.

ხიპ ჰაგორტი - დაიბადა 1948 წელს. სწავლობდა უტრეხტის სამართლის უნივერსიტეტში. მიიღო ჰოლანდიის, ნეინროდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოქტორის წოდება ეკონომიკის დარგში.

უტრეხტის ხელოვნების სკოლის ხელოვნებისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი და ლექტორი უძღვება საერთაშორისო სწავლების პროექტების მენეჯმენტს.

ხიპ ჰაგორტი მონაწილეობს მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა (მაგალითად: იგორ ანსოფი, პიტერ დრუკერი და ჰენრი მინცბერგი) სემინარებში და მიწვეული პროფესორის რანგში მუშაობს იაგელონიის (კრაკოვი), ვიცვატერლენდის (იოჰანსბურგი) და ნიუ იორკის (აშშ) უნივერსიტეტებში. მისი წიგნები და ნაშრომები ეძღვნება კულტურულ ანტერპრენიორობას, კულტურის სტრატეგიის მენეჯმენტს, კულტურულ პროექტებს და კულტურის პოლიტიკას. 1998 წელს, მისი ინიციატივით, უტრეხტის ხელოვნების სკოლაში შეიქმნა ხელოვნებისა და მედია მენეჯმენტის უნიკალური პროგრამა ევროპის კონტექსტსში.

დასწრება თავისუფალია,

ბანერები