ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

”საერთაშორისო პოლიტიკის” თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება რობერტ არტისა და რობერტ ჯერვისის კრებულ ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2011 წელს გამოსცა რობერტ არტისა და რობერტ ჯერვისის ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანი. არტისა და ჯერვისის რედაქტორობით შედგენილ კრებულში შესულია კლასიკური ტექსტები საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. თავად ეს კრებული უკვე კლასიკად იქცა და ამერიკაში წელს  მეათედ გამოიცა. პირველი გამოცემა 1973 წელს შედგა. ქართული ტექსტი სწორედ ბოლო, მეათე გამოცემის მიხედვითაა შექმნილი. კრებული გამოადგება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებსა და მკვლევრებს, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მისი გაცნობა საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვისაც.

წიგნში საუბარია ძალისა და პრინციპების როლზე სახელმწიფოს მართვაში, ანარქიაზე, მის შედეგებზე და შერბილების ხერხებზე, ასევე  ძალის პოლიტიკურ სარგებლიანობაზე. მაგალითადაა მოყვანილი თვითმკვლელი ტერორისტების სტრატეგიული ლოგიკა და ახალი და ძველი ომები. წიგნში ასევე შევხვდებით ნაშრომებს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე და სხვა ცნებებსა თუ  თანამედროვე საკითხებზე საერთაშორისო პოლიტიკაში.

ბანერები