ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

საჯარო ლექცია თემაზე - აგრესია

წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გრძელდება შეხვედრების სერია თემაზე - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“. შეხვედრების სერიის ფარგლებში, „ფსიქოლოგსტუდენტთა საქველმოქმედო გაერთიანების“ ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - აგრესია.

მოწვეული სტუმარი იქნება ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი რუსუდან მირცხულავა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი ვაწყდებით დიდი რაოდენობით აგრესიას ოჯახში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, ქუჩაში და სამეგობრო წრეშიც კი. დღევანდელმა რეალობამ გვიჩვენა, საზოგადოებაში აგრესიის ამ დოზით მატებამ  რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ირღვევა ადამიანის უფლებები, მკვეთრად იმატა ქალებზე ძალადობამ, მკვლელობებმა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური, მენტალური განსხვავებები; სხვადასხვა სოციუმს შორისჰარმონიული თანაცხოვრების შესაძლებლობის დეფიციტი.

სწორედ ამ საკითხებში უკეთ გარკვევისთვის, უპასუხო კითხვებზე პასუხის მოსაძებნად, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავებისთვის და საზოგადოების როლის მნიშვნელობაზე სასაუბროდ გიწვევთ საჯარო ლექციაზე. ლექციის მეორე ნაწილში დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება, ჩაებას თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში.

დრო: 7 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები