ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

რევოლუციის კონსტრუქტორები: რუსული კონსტრუქტივიზმი ლაბორატორიასა და ქარხანას შორის

19 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტის, ბორის გროისის ”ესეების” მთარგმნელის, სოსო ჭაუჭიძის, საჯარო ლექციაზე: „რევოლუციის კონსტრუქტორები: რუსული კონსტრუქტივიზმი ლაბორატორიასა და ქარხანას შორის“.

„მოსკოვურ დღიურებში“ ვალტერ ბენიამინი წერდა: „სქემატური ფორმით, მოსკოვი – ისეთი, როგორადაც ის სწორედ ამ მომენტში გამოიყურება – შესაძლებლობათა ფართო ლანდშაფტს შლის: უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობას რევოლუციის სრული კრახისა, ისევე როგორც შესაძლებლობას მისი წარმატებისა. თუმცა, ორივე ინსტანციაშია რაღაც არაპროგნოზირებადი – რაღაც, რისი გამოვლენაც მომავლის ნებისმიერი პროგრამული ჩანახატისგან განსხვავებული იქნება.“ პოსტრევოლუციური მოსკოვის კულტურული სივრცის „მამოძრავებელი სულისკვეთება“ რადიკალური ექსპერიმენტებისა და „კონკრეტული უტოპიების“ ვრცელი ჰორიზონტია. რუსული კონსტრუქტივიზმი – ამ ჰორიზონტის ერთი, თუმცა მრავალმხრივ გამორჩეული უბანი – ხელოვნების კეთებისა და ხელოვანის როლის რადიკალურ ხედვას გვთავაზობს, ხედვას, რომლის პროგრამული დაპირებების, რადიკალური იმპულსების, ვერაქტუალიზებული პოტენციალისა და პროგნოზირებადი თუ არაპროგნოზირებადი მარცხის რეკონსტრუირებას ლექციაზე შევეცდებით.

ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 19 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

ბანერები