ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

რაინერ ვერნერ ფასბინდერის დრამატურგია

ღონისძიებები

5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ლიტერატურული კლუბის რიგით მე-5 საიუბილეო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემაა "რაინერ ვერნერ ფასბინდერის დრამატურგია". 

2014 წლის 31 მაისს რაინერ ვერნერ ფასბინდერზე 69 წელი შეუსრულდებოდა. ლიტერატურული კლუბი ამ დიდი გერმანელი რეჟისორისა და დრამატურგის იუბილეს აღსანიშნავად კინომცოდნე გოგი გვახარიას მასპინძლობს. სტუმარი ისაუბრებს ფასბინდერზე, როგორც ბრეხტიანული კინოს ავტორზე - კაცზე, რომელმაც შეცვალა გერმანიის ისტორია.

"...ახალი გერმანული კინოს მონარქი, და, ამავე დროს, ონავარი ბავშვი, რომელმაც ათასგვარ სისაძაგლეში დაადანაშაულა გერმანული კულტურა, თავისი ქვეყნის სამარცხვინო მარცხის დღეებში ჩაისახა. დაადანაშაულა და ააღორძინა კიდეც დავრდომილი გერმანული კინემატოგრაფი, რომლის ტრიუმფზე 1970-იან წლებში მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა".

გოგი გვახარია, "ცრემლიანი სათვალე", ჟურნალი ”ცხელი შოკოლადი”, 2005 წ.

ბანერები