ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პროფესორ გოგი გვახარიას ლექცია: „პავლიკ მოროზოვის ლეგენდა და “ბეჟას მდელო“

26 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კინომცოდნე გოგი გვახარიას საჯარო ლექციაზე  – „პავლიკ მოროზოვის ლეგენდა და ”ბეჟას მდელო“.  პიონერი პავლიკ მოროზოვი 1932 წელს მოკლეს. მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა, ლეგენდის თანახმად, ბავშვი მოკლა კულაკმა მამამ,  რომელიც პიონერმა ხელისუფლებასთან „დააბეზღა“. სტალინის ეპოქაში პავლიკ მოროზოვის მითი იმდენად პოპულარული იყო, რომ მოკლულ ბავშვს ძეგლები აუგეს, ლექსები მიუძღვნეს და სამაგალითო პიონერად აღიარეს. იმავე წელს „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ ავტორი, სერგეი ეიზენშტეინი სტალინის „გამოძახებით“ ჩამოდის მექსიკიდან და იწყებს „ბეჟინ ლუგის“ გადაღებას. პავლიკ მოროზოვის ისტორიის ეს „ეკრანიზაცია“ უნიკალური მოვლენაა საბჭოთა კინოში - ფილმი არა მარტო აიკრძალა, არამედ განადგურდა უშუალოდ სტალინის მითითებით. რამ გამოიწვია ხელისუფლების აღშფოთება  და რატომ გახდა პავლიკ მოროზოვის ამბავი საინტერესო ეიზენშტეინისათვის? რატომ გაცოცხლდა ეს ლეგენდა „პერესტროიკის“ ეპოქაში და რატომ გადაიქცა პავლიკ მოროზოვი ანტიგმირად, რომელსაც ერთნაირად ხშირად ახსენებდნენ როგორც კომპარტიის იდეოლოგები, ასევე ეროვნული მოძრაობის ლიდერები?!

ლექციის დრო: 26 ნოემბერი, 19:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

ბანერები