ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პროექტი ”დოქტორანტთა ფორუმი” მეორე საჯარო პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტი, ლია კუპრეიშვილი, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ”პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენა გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე საქართველოში (1900-1921 წწ)”.

ეს რიგით მეორე საჯარო პრეზენტაციაა ციკლისა, რომელიც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, „დოქტორანტთა ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური, კერძოდ კი რევოლუციური, იდეოლოგიის გავლენის კვლევას გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე და ფემინისტური გამოცდილების ცვლილების კვლევას აღნიშნულ კონსტრუქციებთან ერთად საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. უფრო კონკრეტულად, ნაშრომში ასახული იქნება, თუ როგორ ხდებოდა მედიის მიერ ქალთა ინდივიდუალობისა და ქცევათა ნორმების, ასევე გენდერული თანასწორობის ცნების წარმოჩენა და განვითარება.

ბანერები