ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პროექტი "ჩემი ფერადი სამყარო“ საზეიმო დახურვა

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 17:00-ზე, წიგნის მაღაზიაში „ლიგამუსი“, (ჭავჭავაძის გამზ, N32) აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამის, ჰიპოთერაპიის შედეგების შეფასება მოხდება. სერთიფიკატები გადაეცემა 15 მოხალისე სტუდენტს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილები იქნებიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ფონდის  ”ღია საზოგადოება-საქართველო” წარმომადგენლები, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები.

აუტიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა. აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.

აუტიზმის შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი რთული ამოცანაა. სწორედ იპოთერაპიის გამოყენება და  ცხოველებთან კონტაქტით მკურნალობა (ცხენებთან თამაში, შეხება და სხვა) წარმოადგენს ერთ-ერთ ხელშემწყობ ინტერვენციას ამ მიმართულებით.

მსოფლიო გამოცდილების თანახმად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო და უკვე აპრობირებული მეთოდი საცხენოსნო თერაპიაა (ჰიპოთერაპია).
პროექტის "ჩემი ფერადი სამყარო“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის ნოემბერში მოეწყო ჰიპოთერაპიის ბანაკი აუტიზმის ცეტრის 3-10 წლის მოსწავლეებისათვის. პროექტში მონაწილეობა მიიღეს იმ ბავშვებმა (15 ბენეფიციარი), რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ და იპო თერაპიის კურსი აქამდე გავლილი არ ქონდათ.

ჰიპოთერაპიის პროგრამა განხორციელდა დაბა წოდორეთში, ილიაუნის თავლის ტერიტორიაზე. პროგრამამ მოიცვა 10 სამუშაო დღე, 11-დან 16:00-მდე. პროექტში ჩართულები იყვნენ ფსიქო-თერაპევტები, გამოცდილი ტრენერები და სპეციალისტები, მოხალისე სტუდენტები, ცხენების მომვლელები.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იპოთერაპიის გამოყენებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ბანერები