ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პროექტ „ნერგის“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

19 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“(ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32, III სართული) გაიმართება პროექტ „ნერგის“ პრეზენტაცია. პროექტს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ციურიხის კონფლიქტების მართვისა და მითოდრამის ინსტიტუტი და საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია.

პროექტ „ნერგში“ ჩართულია ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ექვსი ჯგუფი, რომლებიც საქართველოში 2009 წლიდან მითოდრამის მეთოდით სასკოლო ასაკის (6-18წ.) ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ.

პრეზენტაციის დროს მიმოიხილება საქართველოში მითოდრამის მეთოდით მომუშავე ჯგუფების გამოცდილება.
შეხვედრის დროს მითოდრამის მეთოდის ავტორი ალან გუგენბული და პროექტის ინიციატორი ლელა ქსოვრელაშვილი სპეციალისტებს გადასცემენ სერტიფიკატებს, რაც მათი დამოუკიდებელი მუშაობისა და მეთოდის გავრცელების უფლებას ადასტურებს.

მითოდრამა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდია; მითოდრამის თავისუფალი, შეუზღუდავი, არადიდაქტიკური ფსიქოთერაპიული სივრცე ხელს უწყობს ემოციების ექსპრესიას, ქმნის ოპტიმალურ პირობებს შინაგანი განცდების შეუფერხებლად, მათი განსჯისა და მორალიზაციის გარეშე გამოვლენისათვის.

ბანერები