ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პრეზენტაცია და პოეზიის საღამო „ჰორიზონტს იქით“

ღონისძიებები

15 მაისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში კრებულის „ჰორიზონტს იქით“ პრეზენტაცია და პროექტის მონაწილეთა პოეზიის საღამო გაიმართება.

პროექტის შესახებ

გასულ წელს დასრულდა საქართველოს პენ-კლუბისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის  ლიტერატურული პროექტი "საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერ-კლასი პოეზიაში", რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, ბელორუსი და ლიტვა). ქართველ პოეტებს შორის იყვნენ ილიაუნის სტუდენტი-პოეტები ლაშა ჯაიანი და გიორგი შონია.

პროექტი განხორციელდა ბათუმში. 4 ქვეყნის პოეტებმა თარგმნეს ერთმანეთის პოეზია და ოთხ ენაზე გამოიცა ერთი კრებული, სახელწოდებით - "ჰორიზონტს იქით".

პროექტი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ გაგა ნახუცრიშვილი, დათო რობაქიძე, ცირა ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი და პაატა შამუგია, განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 15 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის მაღაზია ლიგამუსი
დასწრება თავისუფალია
გელოდებით

ბანერები